Поиск по этому блогу

პროექტები და გეგმები

  1. პროექტის სახელწოდება: ცნობილი სპორტცმენები
  2. პროექტის თემა: მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა სპორტის სახეობაში წარმატებული სპორტცმენების მოღვაწეობას.შექმნიან სპორტცმენთა კატალოგებს.
  3. პროექტის აქტუალობა: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის.
  4. პროექტის მიზნები: წარმოდგენა ქონდეთ თუ რამდენად შრომატევადია აღიარების მოპოვება და რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
  5. მონაწილეთა ასაკი: მე-8 მე-12 კლასებში;
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებმა იზრუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე; მოიძიონ ინფორმაცია გამოჩენილ სპორტცმენებზე და გამოიმუშაონ კვლევის უნარ-ჩვევები;
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გაეცნობიან როგორც საკუთარი ქვეყნის ასევე სხვა ქვეყნის გამოჩენილ სპორტცმენებს.გამოიმუშავებენ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისა და პირველობის გამარჯვების უნარ-ჩვევებს
  9. პროექტის მსვლელობა:  ჩატარდება შიდა სასკოლო ტურნირები რამოდენიმე სპორტის სახეობაში, სადაც მოსწავლეები ეცდებიან მოიწვიონ ჩვენი ქვეყნის წარმატებული სპორტცმენი და დაასწრონ ჩვენს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს. ასევე ღონისძიებას თან დაერთვება მუსიკალური გაფორმება მუსიკის პედაგოგის ხელმძღვანელობით, ბიოლოგიის პედაგოგის ჩართულობით მოხდება მონაწილე მოსწავლეებისათვის სუნთქვისა და გულის ცემის შემოწმება როგორც აქტივობის დაწყებისას ასევე მის დასრულების თანავე, რაც მეტ წარმოდგენას შეუქმნის მათ ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
  10. საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან: სპორტი, ბიოლოგია, მუსიკა
  11. პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ძივძივაძე
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: makam7668@gmail.com
  13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: makadzivdzivadze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий